როგორც აღმოჩნდა ჟურნალისტებმა ჰარისონ ფორდის ნათქვამი არასწორედ გაიგეს, რომ ახალი ინდიანა ჯონსის გადაღებები ერთ კვირაში დაიწყება.
საკულტო ფრენჩაიზის მეხუთე ნაწილზე მუშაობა მომავალ წელს დაიწყება. ჯერჯერობით უცნობია სრული სამსახიობო შემადგენლობა. ფილმის სტივენ სპილბერგი გადაიღებს, ხოლო აღმასრულებელი პროდიუსერი ჯორჯ ლუკასი იქნება.