წელს “ჰელოუინის” ფრენჩაიზს კიდევ ერთი ნაწილი შეემატა. ლეგენდარული ვილანის, მაიკლ მაიერსის როლი ამჯერად ჯეიმს ჯუდ კორტნიმ შეასრულა. მსხიობმა ერთ-ერთ ინტერვიუში საინტერესო ისტორია მოყვა:
“რამდენიმე წლის წინ დაქირავებული მკვლელი გავიცანი, ჩემი მეზობელი იყო. ბევრ ისტორიას მიყვებოდა, იმის იმედად, რომ მათ ეკრანზე გადავიტანდი. ერთ საღამოს დაქირავებულ მკვლელზე ფილმს ვუყურებდით, რეალურ ქილერს უმეტეს სცენებზე სიცილი უტყდებოდა. მან მითხრა: “ჯიმი ასე არავის კლავენ. საქმე სწრაფად და ჩუმად სრულდება, არანაირი უკანასკნელი სიტყვები და მსგავსი სისულელე. ნამდვილი მტაცებელი მსგავს რაღაცებზე დროს არ ხარჯავს. ” მაიერსის როლზე მუშაობისას მისი ნათქვამი ძალიან გამომადგა.
საინტერესოა რომ ახალი “ჰელოუინის” დამდგმელ რეჟისორს ნიკ კასლს ფრენჩაიზის პირველ ნაწილში მაიკლ მაიერსის როლი აქვს შესრულებული. კასლს სერიული მკვლელის როლისთვის ჯონ კარპენტერი დღეში $25-ს უხდიდა.