სერიალ “გვირგვინის” მესამე სეზონი დღის სინათლეს 2019 წელს იხილავს, თუმცა, ამჯერად სრულიად განახლებული სამსახიობო შემადგენლობით. ამის მიზეზი ისაა, რომ სატელევიზიო შოუს შემქმნელებს სურთ, სურათი, რაც შეიძლება, რეალურად გამოიყურებოდეს.
ახალი ეპიზოდები ბრიტანეთის სამეფო კარის შიდა ინტრიგების შესახებ, ამჯერად, 1964-დან 1976 წლამდე მოგვითხრობს.
რაც შეეხება მსახიობებს:
ელიზაბეტ მეორის როლს კლერ ფოის ნაცვლად ოლივია კოლმანი შეასრულებს.
ვანესა კირბის ჰელენა ბონემ კარტერი ჩაანაცვლებს.
მეთიუ გუდს ბენ დენიელსი ჩაანაცვლებს.
მეტ სმიტის როლს კი ტობიას მენზისი შეასრულებს.