გვინეტ პელტროუ და მისი სასიყვარულო ურთიერთობა ჩვენთვის აუცილებლად, მაშინვე კრის მარტინთან ასოცირდება. თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსახიობს მანამდეც არაერთი პარტნიორი(არცერთი ჩამოუვარდება კრისს) ყავდა და მათ სიაში ბენ აფლეკიცაა.
ცოტა ხნის წინ მსახიობმა მისი და ბენის ურთიერთობაზე ღიად ისაუბრა და გაამხილა, რატომ არ აეწყო მათი რომანი.
“საინტერესოა, ვფიქრობ, არსებობენ მეგობარი ბიჭები, რომლებთანაც ყველაფრის დალაგებას ცდილობ. თითქოს, ბავშვობის იარებს იშუშებ და ეს შენთვის გარკვეული გაკვეთილიცაა. არ ვიცი, იმ მომენტში რისგან განკურნებას ვცდილობდი, თუმცა ის(ბენი) სპეციფიური იყო.”- საუბრობს მსახიობი აფლეკის შესახებ.
გვინეტმა ასევე ბრედ პიტთან ურთიერთობის დეტალებიც გაამხილა და გაიხსენა, თუ როგორ დაუჭირა მას მხარი ბრედმა, როდესაც ჰარვი ვაინშტაინმა სცადა, მსახიობზე ძალა ეხმარა.
“ჩვენს შორის სასტუმროს ნომერში ინციდენტი მოხდა”- ამბობს გვინეთი, რომელიც იმ მომენტში ოთახში ჰარვისთან ერთად მარტო იმყოფებოდა.
გვინეთმა ეს ყველაფერი ბრედს მაშინვე უთხრა. ამის შემდეგ, ერთ-ერთ პრემიერაზე, სადაც მსახიობებიც და ჰარვიც იმყოფებოდნენ, ბრედმა ჰარვისთან შეხვედრა გადაწყვიტა.
“მან თავისი სიტყვა და ძალა გამოიყენა ჩემს დასაცავად მაშინ, როდესაც მე არც სიტყვები და არც ძალაუფლება გამაჩნდა. ის საუკეთესოა.” – ამბობს მსახიობი. “თუ კიდევ ერთხელ აგრძნობინებ მას თავს არაკომფორტულად, მოგკლავ!” – სწორედ ამ სიტყვებით დაუცავს ბრედს თავისი მეორე ნახევარი.