ჰოლივუდის მსახიობი გვინეტ პელტროუ “Marvel”-ის კინოსამყაროს დაემშვიდობა. 46 წლის პელტროუმ ასეთი კომენტარი გააკეთა:
არც ისე ახალგაზრდა ვარ, კოსტიუმში გამოწყობილი ბოროტმოქმედებს რომ ვებრძოლო. ძალიან გამიმართლა ამ როლით, თუმცა თავიდან ჯონ ფავროს, რომელთანაც ვმეგობრობ ჩემი დათანხმება მოუწია. პირველი რკინის კაცი ძალიან მნიშვნელოვანი ფილმი იყო, მიხარია რომ მისი ნაწილი ვარ.
პელტროუ პეპერ პოტსის როლს ასრულებს, რომელიც რკინის კაცის, იგივე ტონი სტარკის მეგობარი გოგონა და ასისტენტია. მესამე ნაწილში პოტსი სუპერძალებითაც ჯილდოვდება, თუმცა მათ არცერთ მომდევნო შურისმაძიებლებში არ იყენებს.
უკანასკნელად პელტროუს მიერ განსახიერებულ პოტსს “შურისმაძიებლები 4”-ში ვიხილავთ.