ათწლეულის ყველაზე პოპულარულმა სერიალმა, სამეფო კარის თამაშებმა კიდევ ერთი რეკორდი დაამყარა.
მერვე სეზონის გამხსნელმა ეპიზოდმა, რომლის სახელია “ვინტერფელი”, 55 მილიონი არალეგალური ნახვა მოაგროვა, რაც ტელევიზიის ისტორიაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ნახვების 77% ონლაინ-სტრიმინგ საიტებზე მოდის, 13% საიტებზე საიდანაც გადმოწერაა შესაძლებელი, დარჩენილი 10% ტორენტ-საიტებს უკავია.
არალეგალური პროდუქციის ყველაზე აქტიური მომხმარებელი ქვეყანა 10 მილიონი ნახვით ინდოეთი აღმოჩნდა, 5 მილიონი ნახვით მეორე ადგილს ჩინეთი იკავებს, მესამეზე 4 მილიონითამერიკის შეერთებული შტატებია.
გუშინ დალიქული სერიის ნახვების რაოდენობა ჯერჯერობით არ დათვლილა, დიდი ლაბათობით ახალი ეპიზოდი აქამდე არსებულ რეკორდს მოხსნის.