სამეფო კარის თამაშების ენების შემქმნელი(დიახ, არ მოგესმათ, ასეთი პროფესიაც არსებობს) დევიდ ჯ. პეტერსენი ფრენკ ჰერბერტის რომანის დიუნის ეკრანიზაციაზე იმუშავებს. პეტერსენს “GOT”-ისთვის დოთრაკიული და ვალირიული ენები აქვს შექმნილი.
შეგახსენებთ რომ დიუნის ახალ ადაპტაციაზე დენი ვილნევი მუშაობს, პრემიერა კი 2020 წლის 20 ნოემბერს არის დაგეგმილი. მთავარ როლებს ტიმოთი შალამე, რებეკა ფერგიუსონი, სტელან სკარშგორდი, ოსკარ აიზეკი და ხავიერ ბარდემი შეასრულებენ.