ეროვნული კინოცენტრის მიერ 2019-2020 წელს სრულმეტრაჟიანი მხატვრული ფილმის წარმოების დასაფინანსებლად გამოცხადებულ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი იყო 21 პროექტი. შემდეგ ეტაპზე მხოლოდ 4 მათგანი გადავიდა:
1.”სად მიდის ლიზა(ქართულ–აფხაზური დღიურები)” (პროდიუსერი – შპს “N&N” ნანა ჯანელიძე, რეჟისორი – ნანა ჯანელიძე, სცენარის ავტორი – ნანა ჯანელიძე, ლია ტოკლიკაშვილი)
2.”თხილი” (პროდიუსერი – შპს ,”კინო იბერიკა” ლევან კოღუაშვილი, რეჟისორი – ლევან კოღუაშვილი, სცენარის ავტორი – ლევან კოღუაშვილი, გიორგი კეკელიძე)
3.”ცივი ღრუბლები”(პროდიუსერი -შპს “20 Steps Productions” ვლადიმერ კაჭარავა, რეჟისორი – კახაბერ კიკაბიძე, სცენარის ავტორი – კახაბერ კიკაბიძე)
4.”ტერცო მონდო”(პროდიუსერი – სს “ქართული ფილმი” ხათუნა ხუნდაძე, რეჟისორი – მერაბ კოკოჩაშვილი, სცენარის ავტორი – მერაბ კოკოჩაშვილი)
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის საიტს.