ერთდროს უნიკალური ხედვისა და გამორჩეული საავტორე ხელწერის მქონე რეჟისორს მ. ნაით შიამალანის დიდი ხანია არაფერი საინტერესო არ შეუქმნია. კრიტიკამ მისი უკანასკნელი ნამუშევარი შუშაც მიწასთან გაასწორა, ერთ-ერთ საჯარო ლექციაზე ავტორმა აღნიშნულ საკითხზე საკუთარი ემოციები აუდიტორიას გაუმხილა:
ლონდონში ვიყავი როდესაც გავიგე რომ შუშას ნეგატიური გამოხმაურება აქვს. საგრიმიოროში ვიჯექი, სატელევიზიო ეთერისთვის ვემზადებოდი და ტირილი დავიწყე, არადა ლონდონის პრემიერამ ბრწყინვალედ ჩაიარა. დანარჩენ მსოფლიოშიც წინასწარი ჩვენებებიდან ნორმალური შეფასებები მოგვდიოდა, შესაბამისად უარყოფითი გამოხმაურება ჩემთვის სრულიად მოულოდნელი გახლდათ.
სულ ვფიქრობდი: “ნეტავი ოდესმე მიიღებენ ჩემს სხვებისგან გამორჩეულობას და შეწყვეტენ ჩემს ნაგავთან შერევას?” საკუთარი უსუსურობის შეგრძნება დამეუფლა, რომ არ დაგიმალოთ არც არასდროს დავუტოვებივარ ამ გრძნობას, მაგრამ შუშის მერე რა თქმა უნდა გამიძლიერდა.
დანებებას არ ვაპირებ, სამომავლოდ კვლავ ჩემს კინოს გავაკეთებ. რამდენჯერმე ფულით მოვიხიბლე და საკუთარ ხედვას გადავუხვიე, ეს მაყურებელმაც იგრძნო და ფილმებიც ჩავარდა.
ამ ეტაპზე რეჟისორი სტრიმინგ სერვის “Apple TV”-ისთვის მრავალსერიან მისტიურ სერიალს ამზადებს.