ალბერტ აინშტაინის შემდეგ, National Geographic-ის ტელესერიალ გენიოსის მეორე სეზონი პაბლო პიკასოს ცხოვრებასა და შემოქმედებას მიეძღვნება.
პრემიერა, სავარაუდოდ, 2018 წელს შედგება. ჯერჯერობით შოუსთან დაკავშირებული ყველა სხვა დეტალი გასაიდუმლოებულია. მათ შორის ისიც, თუ ვინ შეასრულებს ესპანელი მხატვრის როლს, რომელიც მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი არტისტია.
ჩვენს მაყურებელს კი პირველი სეზონის ქართულ ენაზე ხილვა ძალიან მალე აჭარანეტზე შეეძლება.