ცოტა ხნის წინ 20th Century Fox-მა X-ადამიანების სპინოფის, “გამბიტის” პრემიერის თარიღი — 2019 წლის 14 თებერვალი გამოაცხადა. ფილმში, რომლის სცენარის ავტორი ჯოშ ზეტუმერი, ხოლო რეჟისორი გორ ვერბინსკი იქნება, მთავარ როლს ჩანინგ ტატუმი შეასრულებს. ტატუმი ფილმის პროდიუსერიც იქნება რეიდ კაროლინთან, საიმონ კინბერგსა და ლორენ შულერ დონერთან ერთად.
მარველის “გამბიტი” კრის კლარემონტისა და ჯიმ ლის ავტორობით 1990 წელს გამოქვეყნდა. რემი ეტიენ ლებიუ, მეტსახელად გამბიტი სუპერგმირია, რომელსაც კინეტიკური ენერგიის მართვა შეუძლია, რის მეშვეობითაც მატერიას აელექტროებს. ასევე ფლობს ჰიპნოზის უნარს. ამას გარდა შეუდარებელია კარტების სროლაში და საუკეთესოდ ფლობს თავის კვერთხს. ეს პერსონაჟი დიდ ეკრანზე პირველად 2009 წლის იქს ადამიანებში გამოჩნდა.