ტელეარხ “Amazon”-მა ბეჭდების მბრძანებლის სპინოფის მოქმედების თარიღი “Twitter”-ის ოფიციალურ გვერდზე გააზიარა.
Welcome to the Second Age: https://t.co/Tamd0oRgTw
— The Lord of the Rings on Prime (@LOTRonPrime) March 7, 2019
მომავალი სერიალის მოქმედება პიტერ ჯექსონის ტრილოგიის მოვლენებამდე 3000 წლით ადრე განვითარდება. ტოლკინის ლეგენდარიუმში ამ პერიოდს მეორე ეპოქა ეწოდება, სწორედ ამ წლებში გამოიჭედა მთავარი ბეჭედი, რომელიც ათასობით წლის მერე ჰობიტ ბილბო ბეგინსს ჩაუვარდა.
პროექტის სცენარს პატრიკ მაკქეი და ჯონ დ.პეინი დაწერენ, სულ სტრიმ-სერვისი 5 სეზონის გამოშვებას გეგმავს, სავარაუდო ბიუჯეტი კი 1 მილიარდ დოლარს აღემატება.