ფრენჩაიზის ავტორი ცნობილი კომპანია Warner Bros. და მატრიცის პროდიუსერები უკვე დიდი ხანია ცდილობენ კიანუ რივზის ცნობილი ტრილოგია ისევ წამოწიონ წინა პლანზე, რადგან ეს ძალიან დიდ შემოსავალთან ასოცირდება.
გავრცელებული იყო ინფორმაცია, რომ ვაჩოვსკები მატრიცის გაცოცხლებას ახალი სატელევიზიო სერიალის საშუალებით აპირებდნენ, თუმცა ეს პროექტი ჩაიშალა. მიუხედავად ამისა, ნეო და მისი მეგობრები ეკრანებზე სავარაუდოდ მაინც დაბრუნდებიან.
ახლახანს შურისმაძიებლების ავტორმა საინტერესო განცხადება გააკეთა. ზაკ პენის თქმით, იგი მატრიცის ახალი ფილმის სცენარზე მუშაობს, თუმცა ეს პროექტი ჯერ კიდევ საწყის ეტაპზეა. როგორც სცენარისტმა ახსნა, მატრიცის ახალ ეკრანიზაციას ჯერ საბოლოო ფორმა არ მიუღია, ამიტომ დაუდგენელია ნეოს ისტორიის დაბრუნებას როგორი სახით ვიხილავთ. თუმცა, მან ასევე გაამხილა, რომ ეს არ იქნება ძველი ფილმების რიმეიქი, მაგრამ ჯერ კიდევ არ არის არცერთი მსახიობი შერჩეული. შესაბამისად, ზაკ პენი საზოგადოებას სთხოვს, უსაფუძვლო ჭორების გავრცელებისგან თავი შეიკავონ, რათა მან წყნარად დაწეროს სცენარი.