ფილმების ნათლია და აპოკალიფსი დღეს შემქმნელი, ოსკაროსანი ფრენსის ფორდ კოპოლა ახალ ფილმზე მუშაობას იწყებს. “მეგალოპოლისი” ასე ქვია მომავალ სურათს, რომელსაც თავად რეჟისორი საოცნებო პროექტად მოიხსენიებს. სცენარი მზად არის, მსახიობების შერჩევა მიმდინარეობს, დაუდასტურებელი ინფორმაციით ფილმში ერთ-ერთ როლს ჯუდ ლოუ შეასრულებს.
კოპოლა დიდი მაშტაბების სანახაობას გვპირდება, რეჟისორის აზრით “მეგალოპოლისი” მისი ცხოვრების ნამუშევარი და საუკეთესო ფილმი იქნება.