საშინელებათა ჟანრის ყველაზე ცნობილი და ლეგენდარული ფილმი უკვე 15 წლისაა. ზარის ტელევიზორიდან გადმოსულმა გოგონამ ასეთი ორიგინალური წარდგენის გამო მსოფლიო პოპულარობა მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ ზარის ფრენჩაიზი ძალიან წარმატებული არ გამოდგა, პირველი ფილმის მთავარი გმირი შავი თმითა და უცნაური სახით დღემდე პოპულარულია.
იცოდით რომ ლილო და სტიჩის პირველ ფილმში ლილოს სწორედ ზარის მთავარი გმირი ახმოვანებს? მისი სახელი დევეი ჩესია და სწორედ მან განასახიერა ტელევიზორის ეკრანიდან გადმოსული გოგონაც. თუკი არ გახსოვთ, იგი ფილმში ასე გამოიყურებოდა:
პირველი ნაწილის გამოსვლიდან 15 წლის შემდეგ დევეი ჩესი გაიზარდა და 27 წლის წარმატებულ მსახიობად იქცა. იგი 2006 წლიდან 2011 წლამდე HBO-ს ცნობილ შოუში დიდი სიყვარული მთავარ როლს ასრულებდა.