ვარსკვლავური ომების ახალი ფილმი ცნობილი ფრენჩაიზის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება და მის გამოსვლას გულშემატკივრები დიდი სიხარულით ელოდებიან. მსგავსი მოლოდინის გამო დისნეი ცდილობს ახალ ფილმთან დაკავშირებული თითოეული დეტალი მაქსიმალურად დამალოს უცხო თვალისგან, რათა პრემიერის თარიღამდე შექმნილი მოლოდინის დონე უცვლელი დარჩეს.
ცნობილმა კინოკომპანიამ საკმაოდ კარგად მოახერხა გადასაღები მოედნის სივრცის დაცვა პაპარაცებისგან, მაგრამ პროდიუსერებმა ერთი საბედისწერო შეცდომა მაინც დაუშვეს. ბრიტანეთის ერთ-ერთი ქალაქის გადასაღები მოედნის წინ მუშების ჯგუფმა ფართო მინდორზე რამდენიმე აქსესუართან ერთად ახალი ფილმის ყველაზე მნიშვნელოვანი დეკორაციაც განათავსა და მას ირგვლივ უზარმაზარი სატვირთო კონტეინერების ღობეც შემოავლო, რათა ცნობილი ვარსკვლავური ხომალდი ხალხისთვის შეუმჩნეველი ყოფილიყო. თუმცა, დისნეის წარმომადგენლებმა Google Maps-ის შესაძლებლობები ვერ გაითვალისწინეს.
მიუხედავად იმისა, რომ ახლოს მისული ადამიანიც კი კონტეინერებს შორის ვერაფერს გაარჩევდა, გუგლის გამოყენებით ფანებმა შეუმჩნეველი Millennium Falcon-ის ზედა ნაწილი აღმოაჩინეს და ფოტოებმა ინტერნეტი მაშინვე მოიცვა: