“პიკის საათის” მსახიობმა, კრის ტაკერმა დაადასტურა, რომ ფილმის მეოთხე ნაწილი დამტკიცებულია და მას უახლოეს მომავალში გადაიღებენ.
დიახ, ფილმის მეოთხე ნაწილი დამტკიცებულია. ზუსტად ვიცი, ეს საუკეთესო ნაწილი იქნება. ჯეკი ჩანი უკვე მზად არის და ჩვენ ორივეს გვაქვს ფილმზე მუშაობის სურვილი, რადგან არ გვინდა, რომ ის ხალხმა ოდესმე დაივიწყოს” განაცხადა მსახიობმა
“პიკის საათი” პირველად ზუსტად 20 წლი წინ, 1998 წელს გამოვიდა და მაშინ ჯეკი ჩანი 43 წლის იყო, კრის ტაკერი კი მხოლოდ 26-ის.
ჯერჯერობით ფილმის ახალ ნაწილზე სხვა დეტალები უცნობია.