ჯადოსნური ცხოველები: გრინდევალდის დანაშაულები ფილმის ჯადოსნური ცხოველები და სად ვიპოვოთ ისინი სიქველია, რომელსაც კინომოყვარულები მოუთმენლად ელიან.
როგორც ცნობილი გახდა, ძირითადი გადასაღები მოედანი პარიზი იქნება, თუმცა მოქმედება ნიუ იორკსა და ლონდონშიც განვითარდება. ამის შესახებ განცხადება ფილმის პროდიუსერმა, დევიდ ჰეიმანმა გააკეთა. მან ასევე ისაუბრა იმაზეც, თუ რატომ იქნება მეორე ნაწილი პირველზე უკეთესი.
ჩვენ ჯოან როულინგის ჯადოსნური სამყარო კიდევ უფრო გავაფართოვეთ – ვიქნებით პარიზში, ნიუ იორკსა და ლონდონში. პირველისაგან განსხვავებით მაყურებელი იგრძნობს, რომ თრილერს უყურებს და, ამასთანავე, ჩვენ მოგიყვებით ისტორიას სიყვარულისა და ვნების სხვადასხვა ფორმების შესახებ. ეს ნამდვილად საინტერესო თავგადასავალი იქნება, რომელიც ძველი გამოცდილებიდან გამომდინარე უფრო მდიდარი და ღრმაა. ძალიან მიხარია, რომ ამ ყველაფრის ნაწილი ვარ.
შეგახსენებთ, რომ ფილმში მთავარ როლებს ჯუდ ლოუ (ახალგაზრდა ალბუს დამბლდორი), ჯონი დეპი (გელერტ გრინდევალდი) და ზოე კრავიცი (ლეტა ლესტრეინჯი) შეასრულებენ. ასევე ვიხილავთ მსახიობებს ძველი ქასთიდან: ედი რედმეინი, ეზრა მილერი, ქეთრინ უოთერსონი , ელისონ სუდოლი და დენ ფოგლერი.