როგორც მოსალოდნელი იყო Disney-ის და Marvel-ის შავი პანტერა საუკეთესო სამეულში შევიდა მსოფლიოს ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმების სიაში. ის ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი 7-ის (936,6 მილიონი) და ავატარის (760,5 მილიონი) შემდეგ დგას 700 მილიონიანი შემოსავლით.
ფილმმა სამეულში შესვლა გამოსვლიდან 25-ე კვირას შეძლო. თუკი წინა ორ წელს გადავხედავთ კინოთეატრებში 25 კვირიანი მსვლელობა მხოლოდ ხუთმა ფილმმა შეძლო.