ოსკარის ხმის მიმცემებიდან, რომლებიც უფროს თაობას მიეკუთვნებიან, ჯორდან პილის ფილმი თავს უშველე არც კი უნახავთ, რადგან თვლიან, რომ ფილმი ოსკარის შესაფერისი არ არის.
ამის შესახებ ინფორმაცია ახალაგაზრდა ხმის მიმცემმა გაავრცელა. მართალია ბოლო წლებში ოსკარის ხმის მიმცემთა დემოგრაფია საგრძნობლად შეიცვალა და მასში ბევრი ახალგაზრდაც გაერთიანდა, მაგრამ როგორც ჩანს, ასაკოვანი თაობა ჯერ კიდევ სტერეოტიპული ხედვებით ხელმძღვანელობს, რომლის მიხედვითაც, ჟანრული კინო, ოსკარის შესაფერისი არაა.
მე არაერთი დისკუსია მქონდა აკადემიის ძველ წევრებთან, რომლებიც ფილმზე ამბობდნენ, “ეს არაა საოსკარე ფილმი”, მე კი ვპასუხობდი, “რა სისულელეა, უყურეთ”. მართლას გეუბნებით, რამდენიმე მათგანს, ფილმი ნანახიც არ აქვს და ასეთ რამეს ამბობს.
იმის გათვალისწინებით, რომ ფილმის შემფასებელს მოეთხოვება ყველა წარდგენილი ფილმის ნახვა, ნამდვილად არასასიამოვნო პრეცედენტი შეიქმნა. ოსკარის დაჯილდოება სულ რამდენიმე დღეში, 4 მარტს გაიმართება.