ჰარვი ვაინშტაინის სკანდალმა მთელი ჰოლივუდი მოიცვა. ამ საქმესთან დაკავშირებით მისი განუყრელი მეგობრისა და საქმიანი პარტნიორის, კვენტინ ტარანტინოს სახელიც ამოტივტივდა, რომელმაც საჯარო ბოდიში მოიხადა მრავალწლიანი იგნორისა და დუმილის გამო.
საკმარისი ვიცოდი იმისთვის, რომ რაიმე მეღონა. ეს არ იყო მხოლოდ ყურმოკრული ჭორები. პირველწყაროდან გავიგე, რომ რამდენჯერმე მსგავსი რამ ჩაიდინა.
სინანულის მიუხედავად რეჟისორი ახალ და უკვე ძალიან პოპულარულ პროექტზე მუშაობასაც განაგრძობს. მან უკვე დაასრულა სცენარის წერა ფილმისთვის, რომელიც ჩარლზ მენსონის შესახებ მოგვითხრობს. როგორც ცნობილია, სკრიპტით Warner Bros, Universal და Paramount დაინტერესდნენ.
თუმცა ტარანტინო წარსული გამოცდილების შემდეგ ახალ თანამშრომლობას უდიდესი სიფრთხილით უდგება. სწორედ ამიტომ, სტუდიებს რამდენიმე ეტაპიანი პროცედურის გავლა მოუწევთ.