ჟურნალ GQ-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა კრის ჰემსუორთმა თორის ტრილოგიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პირველი ნაწილი კარგი გამოვიდა, ხოლო მეორე – არც ისე კარგი.
“პირველი კარგია, მეორე – არც ისე”, თქვა მსახიობმა და დაამატა, რომ მეორე ნაწილში კარგი იქნებოდა მისი გმირი ტიპიურ მასკულინურ წარმოჩენას გარიდებოდა. ეს შტრიხი გამოსწორდა ტრილოგიის მესამე ნაწილში, როდესაც თორის გმირი უფრო საინტერესო გახდა და თავი დააღწია “იდეალური მაჩოს” სახეს. ეს კი მსახიობის თქმით, რეჟისორ ტაიკა ვაიტიტის დამსახურება იყო.
თორი: ბნელი სამყარო 2013 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მიუხედავად კრიტიკოსების თუ ფანების ნაკლები აღფრთოვანებისა, გაქირავებაში 644 მილიონის მოგროვება შეძლო.
პირველი თორი 2011 წელს გამოვიდა ეკრანებზე, ხოლო თორი: რაგნაროკი 2017 წელს.