ჯონ უილიამსის განცხადებით “ვარსკვლავური ომები: ეპიზოდი IX“, უკანასკნელი ფილმი იქნება სერიაში, რომლისთვისაც მუსიკას შექმნის.
“ალბათ, იცით, ჯეი ჯეი აბრამსი ახალ ფილმზე მუშაობს და ვიმედოვნებ მომავალ წელს კვლავ ვითანამშრომლებ”, განაცხადა უილიამსმა, “ველი ამას. ეს უკვე მეცხრე ნაწილია და ვფიქრობ, საკმარი იქნება ჩემთვის”.
სერიის მომდევნო ფილმის პრემიერა 2019 წლის 20 დეკემბრისთვის იგეგმება.