არმანდო იანუჩის “დევიდ კოპერფილდის” სამსახიობო გუნდს ტილდა სუინტონი და ჰიუ ლორი შეუერთდნენ. ასევე დიუნკერკის მსახიობი ანეურინ ბარნარდი, ენტონი უელჩი და სხვა.
დევიდის როლს დევ პატელი შეასრულებს. ჩარლზ დიკენსის რომანი 1850 წელს გამოიცა და მასზე არაერთი კინოვერსიაა გადაღებული, პირველი ფილმი კი 1935 წლით თარიღდება.
სცენარი იანუჩიმ საიმონ ბლექველთან ერთად დაწერა.