ევანჯელინა ლილის კარიერული ტრამპლინი სერიალში “დაკარგულები” შესრულებული როლი იყო. რა თქმა უნდა, მსახიობმა კარგად იცოდა, რაზეც მიდიოდა, როდესაც ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ პროექტში იღებდა მონაწილეობას. მიუხედავად ამისა, როგორც თავად ევანჯელინამ თქვა, რომ ცნობადობა მას საერთოდ არ სიამოვნებდა და დისკომფორტსაც კი უქმნიდა.
“არასდროს ვყოფილვარ შეპყრობილი პოპულარულობის იდეით” – ამბობს ლილი და გვიმხელს, რომ ბევრი ცუდი მომენტიც ქონია ამ ფაქტის გამო.
ასე რომ, მსახიობმა განმარტოება გადაწყვიტა თავის მეორე ნახევართან, ნორმან კალისთან ერთად და ჰავაიზე გადავიდა საცხოვრებლად. გადაწყვიტა, რომ წერისათვის მიეყო ხელი და დედის როლიც მოირგო.
ამასობაში, ევანჯელინას ცხოვრებაში სიახლე იყო, როდესაც “ჰობიტში” ერთ-ერთი როლი შესთავაზეს და მანაც უარი ვერ თქვა.
იგივე შემთხვევა იყო 2015 წელს, როდესაც მსახიობმა ანთ-მენში ითამაშა.
თუმცა, ამ ყველაფერმა ევანჯელინას სიმშვიდე ვერ მოუტანა. მისი თქმით ის ძალიან ბევრს ცდილობდა, ჰოლივუდში არსებული დისკომფორტი დაეძლია, თუმცა არაფერი გამოუვიდა. ამიტომ გადაწყვიტა, რომ ისევ პასიურ, ოჯახურ ცხოვრებას დაბრუნებოდა. ახლა კი გვიმხელს: “უნდა მეპოვა ადგილი, სადაც ბედნიერი ვიქნებოდი. ახლა კი ძალიან ბედნიერი ვარ.”