აუცილებლად გაიგდებდით იმ ჭორების შესახებ, რომლებიც მოდელის კარა დელევინისა და “პატარა საყვარელი მატყუარების” ვარსკვლავის ეშლი ბენსონის გარშემო ტრიალებს. არსებობს ეჭვი, რომ ისინი ერთმანეთს ხვდებიან.
ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც გოგონები ერთ-ერთ აეროპორტში კოცნის დროს შეამჩნიეს. განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია ეშლის ყელსაბამმაც, რომელზეც მისი და კარას სახელების ინიციალებია.
ასეა თუ ისე, არც კარა და არც ეშლი ამ ურთიერთობაზე ხმამაღლა არ საუბრობენ. როდესაც ეშლის ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ამ თემასთან დაკავშირებით კითხვა დაუსვეს, მან უპასუხა, რომ მისი პირადი ცხოვრება ურჩევნია, რომ გასაიდუმლოებული იყოს.
მიუხედავად ამისა, როგორც ჩანს, მოვლენები ერთი ნაბიჯით წინ წავიდა და მსახიობებიც ერთმანეთთან სოციალურ ქსელში საჯაროდ დაკომენტარებას აღარ ერიდებიან.
სულ ცოტა ხნის წინ კარამ ინსტაგრამზე ახალი ფილმის სარეკლამო კამპანიის ფარგლებში გადაღებული ფოტო ატვირთა. Her Smell-ასე ეწოდება ფილმს სადაც კარასთან ერთად ერთ-ერთ მთავარ როლს ასევე ეშლი ასრულებს.
ეშლიმაც არ დააყოვნა და კარას მსგავსი შინაარსის კომენტარი დაუწერა: “ჩემი”.
მსახიობმა ასევე მიამატა: “მე ვხედავ შენს…”
რეალურად ეს ყველაფერი არაფერს ამტკიცებს. თუმცა 21-ე საუკუნეში თითქმის ყველაფერი სოციალური ქსელის საშუალებით ირკვევა. ვნახოთ, გაგრძელდება თუ არა საჯარო მიმოწერა.