სინემანია
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5
No Result
სრულად ნახვა
სინემანია
No Result
სრულად ნახვა

ერევნის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი

Cinemania ავტორი Cinemania
17 ივლისი, 2017
რუბრიკა კინოგურმანი, სიახლეები, ფესტივალები
0
ერევნის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი
0
SHARES
0
VIEWS
Share on FacebookShare on Twitter

ავტორი: ნინო დოლიაშვილი

 

ერევნის მე-14 საერთაშორისო კინოფესტივალი – ოქროს გარგარი 9 ივლისს საზეიმოდ გაიხსნა და მაყურებლის წინაშე მრავალფეროვანი პროგრამით წარდგა. პროგრამა მოიცავდა როგორც თანამედროვე სომხურ კინოს, ასევე თანამედროვე ევროპულ და მათ შორის, რამდენიმე ქართულ ფილმსაც.

მთავარ საკონკურსო პროგრამაში – საუკეთესო მხატვრული ფილმი – წარდგენილი გახლდათ გიორგი ოვაშვილის ხიბულა, რომლის სომხური პრემიერაც 10 ივლისს, კინოთეატრ მოსკოვში შედგა. ფილმი საქართველოს პირველი პრეზიდენტის უკანასკნელ დღეებს ეხება. პრემიერამ წარმატებით ჩაიარა და ჩვენების შემდეგ რეჟისორმა აუდიტორიის კითხვებს უპასუხა. უნდა აღინიშნოს, რომ გიორგი ოვაშვილი ერევნის კინოფესტივალზე 2009 წელსაც იმყოფებოდა და მაშინ მისმა ფილმმა გაღმა ნაპირი მთავარი ჯილდო, ოქროს გარგარი და ჟიურის სპეციალური პრიზი დაიმსახურა.

ფესტივალის საკონკურსო პროგრამაში იყო ახალი ქართული დოკუმენტური ფილმიც – რატი ონელის მზის ქალაქი, რომელიც ჭიათურისა და მისი მაცხოვრებლების შესახებ მოგვითხრობს. ფილმი უკვე არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. სულ ახლახანს, რატი ონელის დოკუმენტურმა ნამუშევარმა მადრიდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალის მთავარი პრიზი მიიღო.

ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალის არასაკონკურსო პროგრამაში მაყურებელს საშუალება ჰქონდა, ენახა 2017 წლის ბერლინის კინოფესტივალის მთავარი პრიზის, ოქროს დათვის მფლობელი უნგრული ფილმი – სხეულსა და სულზე. ფილმის რეჟისორი ილდიკო ინიედი, ჰიუ ჰადსონთან ერთად, მთავარი საკონკურსო პროგრამის ჟიურის წევრიც გახლდათ. ოქროს გარგარზე წარმოდგენილი იყო კი-დუკ კიმის, აკი კაურისმაკის, ფრანსუა ოზონის და სხვა უახლესი ფილმები. გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში, კინოთი დაინტერესებული აუდიტორიისთვის, კინოპროფესიონალების მასტერკლასები, ვორქშოფები და სხვა ინდუსტრიული ღონისძიებები გაიმართა.

(კადრი ფილმიდან: სხეულსა და სულზე)

უნდა აღინიშნოს, რომ ერევნის წლევანდელ კინოფესტივალს თან ახლდა სკანდალი, რომელიც არასაკონკურსო პროგრამის მონაწილე, ლგბტ თემაზე შექმნილი ფილმების ჩვენებას ეხებოდა. არასაკონკურსო პროგრამა “სომხები: ხედვა შიგნიდან და გარედან” კინემატოგრაფისტთა კავშირმა მთლიანად მოხსნა პროგრამიდან, რადგან სექციაში შესული იყო ლგბტ თემაზე გადაღებული ფილმები მომისმინე და გარგარის ბაღები. ერევნის კინოფესტივალმა არასაკონკურსო სექციის მონაწილე 37 რეჟისორს, ყოველგვარი ახსნა განმარტების გარეშე, გაუგზავნა შეტყობინება: “არასაკონკურსო სექცია “სომხები: ხედვა შიგნიდან და გარედან” მთლიანად მოხსნილია ფესტივალიდან. ბოდიშს გიხდით შექმნილი ვითარების გამო.”

სომხეთში ლგბტ თემის უფლებადამცველები აღნიშნავდნენ, რომ მსგავსი საქციელით ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი მწვანე შუქს უნთებს ცენზურას, რომელიც საბჭოთა პერიოდის ცენზურის მსგავსია და ორგანიზატორებს არასაკონკურსო სექციის პროგრამაში დაბრუნებას სთხოვდნენ. ამის საფუძველზე პეტიციაც კი შეადგინეს: “არა ცენზურას სომხეთში!” და ადგილობრივ კინემატოგრაფისტებს და კულტურის სფეროს სხვა წარმომადგენლებს ამ ფაქტის დაგმობისკენ მოუწოდეს. მათი თქმით, ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეინარჩუნებდა და დაიცავდა თავის რეპუტაციას, თუ აღნიშნულ სექციას ფესტივალის პროგრამაში დააბრუნებდა.

სამწუხაროდ, ასე არ მოხდა და ერევნის კინოფესტივალზე ზემოთ ნახსენები არასაკონკურსო სექცია პროგრამაში არავის დაუბრუნებია. თუმცა, ფესტივალის მიმდინარეობისთვის ამას ხელი არ შეუშლია და 15 ივლისს ფესტივალის გამარჯვებული ფილმები დასახელდა:

(კადრი ფილმიდან: სექსუალური დურგა)

ოქროს გარგარი საუკეთესო მხატვრული ფილმისთვის გადაეცა ინდოელი რეჟისორის, სანალ კუმარის ფილმს სექსუალური დურგა, ხოლო ვერცხლის გარგარი – ბრაზილიურ ფილმს – არაბეთი. ჟიურის სპეციალური აღნიშვნა კი – გერმანულმმა ფილმმა – ვესტერნი დაიმსახურა. რაც შეეხება ჯილდოს – საუკეთესო დოკუმენტური ფილმისთვის, ოქროს გარგარი მიიღო ფილმმა – მოჩვენებაზე ნადირობა, ვერცხლის გარგარი კი სომხეთისა და თურქეთის ერთობლივ ნამუშევარს – დედა დერდო და კაკლის ხე  გადაეცა. ჟიურის სპეციალიური აღნიშვნა წილად ხვდა ბულგარულ დოკუმენტურ სურათს – სოფლის ხალხი.

ერევნის საერთაშორისო კინოფესტივალი – ოქროს გარგარი 2004 წელს დაარსდა და მას ცამეტი წლის განმავლობაში ბევრი ცნობილი და მნიშვნელოვანი კინემატოგრაფისტი სტუმრობდა.

 

აკი კაურისმიაკიარა ცენზურას სომხეთშიარაბეთიბერლინის კინოფესტივალიგარგარის ბაღებიგაღმა ნაპირიგიორგი ოვაშვილიდედა დერდო და კაკლის ხეერევნის საერთაშორისო კინოფესტივალივერცხლის გარგარივესტერნიილდიკო ინიედიკიმ კი დუკიმადრიდის დოკუმენტური ფილმების ფესტივალიმზის ქალაქიმომისმინემოჩვენებაზე ნადირობანინო დოლიაშვილიოქროს გარგარიოქროს დათვირატი ონელისანალ კუმარისექსუალური დურგასოფლის ხალხისხეულსა და სულზეფრანსუა ოზონიხიბულაჰიუ ჰადსონი
Previous Post

10 რამ, რაც უნდა გახსოვდეთ, სანამ "სამეფო კარის თამაშების" ახალ სერიას ნახავთ

Next Post

ნაომი უოტსი და ბრი ლარსონი "მინის სასახლეში" ერთად ითამაშებენ

Next Post
ნაომი უოტსი და ბრი ლარსონი “მინის სასახლეში” ერთად ითამაშებენ

ნაომი უოტსი და ბრი ლარსონი "მინის სასახლეში" ერთად ითამაშებენ

ქვიზები

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ქვიზი: ჰარი პოტერის ყველა დეტალი გახსოვს?

ავტორი Cinemania
13 მაისი, 2019
5555

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ქვიზი: შეგიძლია გამოიცნო რომელ ფილმებში ჩანან ეს რობოტები?

ავტორი Cinemania
24 ივნისი, 2019
5647

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ქვიზი: გამოიცანი სერიალი გამხსნელი კადრით

ავტორი Cinemania
15 მაისი, 2019
5725

გასართობი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

Marvel-ის ახალი ბლოკბასტერის „Shang-Chi and The Legend of The Ten Rings“-ის თრეილერი და გამოსვლის თარიღი

ავტორი Cinemania
19 აპრილი, 2021
0

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ცნობილი მსახიობების წარუმატებელი როლები

ავტორი Cinemania
18 აპრილი, 2021
0

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ცნობილი ადამიანები და მათი ოჯახის წევრები, რომლებმაც სხვადასხვა ფილმებში ნათესავი პერსონაჟები განასახიერეს

ავტორი Cinemania
17 აპრილი, 2021
0

ახლა კითხულობენ

იაპონური ანიმეს განვითარების ისტორია

იაპონური ანიმეს განვითარების ისტორია

ავტორი Cinemania
26 ივნისი, 2019
0

გარი ოლდმანი “მძიმე დროების” შესახებ

გარი ოლდმანი “მძიმე დროების” შესახებ

ავტორი Cinemania
5 მარტი, 2018
0

საუკეთესო კოსტიუმებისათვის ოსკარი შავ პანტერას გადაეცა

საუკეთესო კოსტიუმებისათვის ოსკარი შავ პანტერას გადაეცა

ავტორი Cinemania
25 თებერვალი, 2019
0

ჩვენ შესახებ     წესები და პირობები

რას ვუყურო, სინემანია

სინემანია © 2017-2019
ჩვენ შესახებ     წესები და პირობები
სინემანია © 2017-2019
No Result
სრულად ნახვა
  • ახალი ამბები
  • აფიშა
  • ჩვენ გირჩევთ
    • ფილმები
    • სერიალები
  • ქართული კინო
  • საავტორო
    • რეცენზიები
    • ვერ გავიგე
    • კინოდღიური
    • ნინამ რაო?
    • კინომომენტები
    • ერთხელ ჰოლივუდში
    • უკანასკნელი კინოგმირი
  • გასართობი
    • მარტივად საკითხავი
    • კვირის ისტორია
    • ქვიზები
  • კლუბი
    • პოტერომანები
    • GOT
    • ანიმე
    • კომიქსები
    • სტარვორსელები
    • რინგერები
  • ვიდეო
    • ტოპ 5

სინემანია © 2017-2020