სამეფო კარის თამაშებს მალე საბოლოოდ გამოვემშვიდობებით. მსახიობი ემილია კლარკი, ერთ ადგილას არ ჩერდება და აქტიურად ეძებს ახალ როლებს.
გახდა ცნობილი, რომ მსახიობი, ფილმში Let Me Count the Ways, რომელიც პოეტ ელიზაბეტ ბარეტის ცხოვრებასა და მის ურთიერთობაზე დრამატურგ რობერტ ბრაუნინგთან მოგვიყვება, მთავარ როლს შეასრულებს.
ბარეტი ლონდონში მეცხრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. მან პოპულარობა არა მხოლოდ ლექსებით, არამედ უცნაური დაავადებითაც მოიპოვა. პოეტი განდეგილის ცხოვრებით ცხოვრობდა და მხოლოდ ოპიუმის იმედი ჰქონდა. ერთ მშვენიერ დღეს, მას აქტიური და ხალისიანი ბრაუნინგი გამოეცხადა და ამ შეხვედრამ ბარეტს ლექსების წერის სურვილი დაუბრუნა. თუმცა, რაც უფრო ვითარდებოდა მათი ურთიერთობა, მით უფრო მეტად ცდილობდნენ მისი მამა და ძმა, გაეკონტროლებინათ პოეტი.