როგორც უკვე იცით, დისნეი აპირებს ლეგენდარული პერსონაჟის, ცხოველების დაუძინებელი მტერის კრუელა დე ვილის შესახებ ახალი ფულმი გადაიღოს.
ჯერ კიდევ 2017 წელს, მას შემდეგ, რაც ემა სტოუნმა ლა ლა ლენდში შესრულებული როლისთვის ოსკარი მიიღო, დაიწყო საუბარი იმაზე, რომ სწორედ სტოუნი მოირგებდა საკულტო პერსონაჟის ამპლუას.
ამ როლზე გლენ ქლოუზის გარდა ბევრს დღემდე სხვა ვერავინ წარმოუდგენია. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გლენი პროექტის პროდიუსერი იქნება და ერთ-ერთი მათგანია, ვინც საბოლოო გადაწყვეტილებას იღებს იმაზე, თუ ვინ იქნება დალმატინელების გატყავებაზე მეოცნებე ქალის როლში.
ფილმის სიუჟეტი ახალგაზრდა კრუელა დე ვილის შესახებ მოგვითხრობს, იმაზე, თუ როგორ ჩამოყალიბდა ის ავსულ პერსონაჟად და რატომ სძულს ასე ცხოველები. გარდა ამისა, ფილმში უკვე ასაკში შესულ დე ვილსაც ვიხილავთ.
ცნობილია ისიც, რომ კრუელას გადაღებები 2019 წლის ზაფხულში დაიწყებოდა და ფილმი 2020 წელს გამოვიდოდა.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ ემა სტოუნთან ერთად კრუელას როლზე ნიკოლ კიდმანი მოიაზრებოდა, სწორედ ამ უკანასკნელს უნდა ეთამაშა ასაკში შესული კრუელა.
თუმცა, ეს ჭორები მას შემდეგ გაქარწყლდა, რაც დადასტურდა, რომ როლს ემა ტომფსონი მოირგებდა.
სწორედ ტომფსონი გაუწევს პარტნიორობას სტოუნს ახალ კრუელაში. ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ, როგორი იქნება ახალი კრუელა დე ვილი.