დღეს ცნობილი გახდა, რომ ცხოველების დეტექტივი ეის ვენტურა კვლავ გაიბრწყინებს ეკრანებზე. კინოსტუდია, რომელმაც თავის დროზე ეის ვენტურას სერია შექმნა, რებრენდინგს გეგმავს, რისთვისაც ძველი ნამუშევრების გაცოცხლებას აპირებს. კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, რომ სიამოვნებით იხილავდა ჯიმ კერის ვენტურას როლში, თუმცა მისი დათანხმება ძალიან რთული იქნება.
რაც შეეხება შინაარსს, ეის ვენტურას შეიძლება მოულოდნელად შვილი გამოუჩნდეს. სხვა დეტალები ჯერ არაა ცნობილი.
ჯიმ ქერის გამორჩეული პერსონაჟი მაყურებელმა 1994 წელს გაიცნო და ფილმი მალევე იქცა საკულტო ნამუშევრად.