ინტერნეტში ახალი კონსპირაციული თეორია ვრცელდება, რომლის მიხედვითაც ვუპი გოლდბერგი მოულოდნელად ოსკარის წამყვანად მოგვევლინება.
ყველაფერი იქიდან დაიწყო, რომ გოლდბერგი, რომელსაც გადაცემა “The View” მიყავს, გაციების მიზეზით ეს დღეები სამსახურში არ მისულა. ტვიტერის ერთმა მომხმარებელმა კი ეს ფაქტი დააკავშირა ოსკართან. მისი აზრით, გოლდბერგი საიდუმლოდ ცერემონიალის წაყვანისთვის ემზადება.
გოლდბერგმა ოსკარი ოთხჯერ წაიყვანა, თუმცა რამდენად გამართლდება ჭორი, ამას მხოლოდ 24 თებერვალს ვნახავთ.
yahoo.com