ბრიტანულ ყვითელ პრესაში და ინტერნეტ სივრცეში ახალი ჭორი გავრცელდა, რომლის მიხედვითაც ოსკაროსანი მსახიობი ანჯელინა ჯოლი დევიდ და ვიქტორია ბეკჰემების დაშორებას ცდილობს.
ტაბლოიდები წერენ რომ 43 წლის მსახიობი ბექჰემს ლონდონში, მადლიერების დღეს შეხვდა. თუმცა, სად და რა ვითარებაში უცნობია. მათი ინფორმაციით, სწორედ ამ შეხვედრის დროს მოიხიბლა ჯოლი ფეხბურთელით და მას შემდეგ წერს და საქველმოქმედო, ერთობლივ პროექტზე დათანხმებას ცდილობს.
ყვითელ პრესას თუ დავუჯერებთ ბოლო პერიოდში ბეკჰემების ოჯახს არც თუ ისე სახარბიელო პერიოდი აქვს. წყვილი ფაქტიურად დაშორების ზღვარზეა, ჯოლი კი მომენტით სარგებლობს.
სწორედ ანჯელინა ჯოლი გახდა ბრედ პიტისა და ჯენიფერ ენისტონის დაშორების მიზეზი. პიტისა და ჯოლის ურთიერთობის ჩასახვა 2003 წელს მისტერ და მისის სმიტების გადაღებაზე დაიწყო.