კომპოზიტორი ანჯელო ბადალამენტი დევიდ ლინჩთან აქტიურად თანამშრომლობდა. სწორედ მან დაწერა მუსიკა ფილმებისთვის ტვინ პიქსი, ლურჯი ხავერდი და მალჰოლად დრაივი.
90-იან წლებში ისინი ჯაზ ალბომზე მუშაობდნენ, რომლის სახელწოდებაც “Thought Gang” იყო, თუმცა ალბომიდან მხოლოდ რამდენიმე სიმღერა გასაჯაროვდა, მთლიანად კი სწორედ ახლა გამოვა.
ალბომში 12 ტრეკი იქნება და ის 2 ნოემბერს გამოიცემა.