თბილისში ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის გახსნის ინიციატივა, საქართველოში ვიზიტით მყოფ ამერიკელ რეჟისორს, დევიდ ლინჩს ეკუთვნის, რომელიც გუშინ საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს შეხვდა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის განმარტებით, ახალ საერთაშორისო კინოაკადემიაში პრაქტიკული სამუშაოს გარდა, სიღრმისეულად იმსჯელებენ კინემატოგრაფის ისტორიაზე, თეორიასა და მის ფილოსოფიაზე. ამასთან, ეს იქნება მნიშვნელოვანი სივრცე საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებისა და ფესტივალებისთვის.
სამინისტროს სახელით მინისტრმა სრული მზაობა გამოთქვა მხარი დაუჭიროს დევიდ ლინჩის ინიციატივას. მინისტრის თქმით, გაღრმავდება თანამშრომლობა ახალი საერთაშორისო კინოაკადემიის დაარსების თაობაზეც.
წყარო: www.imedinews.ge