ოსკარის ორი ჯილდოს მქონე მსახიობი დენზელ ვაშინგტონი, მთავარ როლს Worner Bros.-ის თრილერში Little Things შეასრულებს. ფილმის რეჟისორი და სცენარისტი ჯონ ლი ჰენკოკი იქნება.
სიუჟეტის მიხედვით, მთავარი გმირი დიკი, შერიფის დამხმარეა, საკმაოდ შავ-ბნელი წარსულით. ის ნარკომან დეტექტივ ბაქსტერთან თანამშრომლობას იწყებს, რომ სერიული მკვლელი დაიჭირონ. დიკი ძალიან ნიჭიერია, თუმცა მისი კანონის დარღვევის სურვილი ბაქსტერს დილემის წინაშე აყენებს.
variety.com