ლა ლა ლენდის რეჟისორმა დემიენ შაზელმა აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკმაყოფილო ტვიტების მთელი სერია მიუძღვნა. იგი ოთხშაბათს სპეციალურად ამისთვის დარეგისტრირდა სოციალურ ქსელში. “გადავწყვიტე, ტვიტერზე დავრეგისტრირებულიყავი, რადგან ვგრძნობ პასუხისმგებლობას, ჩემი ხმაც შევმატო გუნდს” – დაწერა ოსკაროსანმა რეჟისორმა ტვიტერზე.
შაზელი აღაშფოთა აშშ-ის პრეზიდენტის სამშაბათის გამოსვლამ, რომელიც ჩენსელორსვილის ძალადობრივ შემთხვევას ეხებოდა. ტრამპმა ინციდენტში ორივე მხარე დაადანაშაულა. შაზელს კი მიაჩნია, რომ ეს განცხადება “ნაციზმისა და თეთრების უპირატესობის წახალისებაა”.
“ჩვენ ისტორიული მომენტის წინაშე ვდგავართ, – განაცხადა შაზელმა, – ასე ცხადი არასდროს არაფერი ყოფილა. ყველა, ვინც იმ ძალის მხარეს დგას, რომელიც დუმს, მოვლენების თანამონაწილეა. ვიმედოვნებ, რომ GOP-ი (რესპუბლიკური პარტია) გონს მოვა და პრეზიდენტის იმპიჩმენტს მოითხოვს”.