გუშინ ცნობილი გახდა, რომ ოსკარის ოთხი ნომინაციის გამარჯვებულებს პირდაპირ ეთერში ვეღარ ვნახავთ, რადგან კინოაკადემია სასაათო ბადის შემცირებას გეგმავს. ამ ნომინაციებში ისეთი მნიშვნელოვანი ნომინაციებიც მოხვდა, როგორიცაა “საუკეთესო მონტაჟი” და “საუკეთესო ოპერატორი”. ცხადია, ამ ფაქტმა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია.
უკმაყოფილებს შორის არიან გილერმო დელ ტორო და ალფონსო კუარონი. კუარონიმ ტვიტერზე დაწერა:
კინემატოგრაფიის ისტორიაში შედევრები იქმნებოდა საუნდის, ფერის, ამბის, მსახიობების და მუსიკის გარეშე, თუმცა არ არსებობს ფილმი, რომელიც მონტაჟის და ოპერატორის გარეშე შექმნილა.
დელ ტორომ კი დატვიტა:
ჩემზე რომ იყოს, არცერთ ნომინაციას გამოვტოვებდი ოსკარის დაჯილდოების ცერემონიალზე, მაგრამ მემონტაჟის და ოპერატორის გამოტოვება არაფრით შეიძლება. ისინი ჩვენი სამუშაოს გულები არიან. ისინი თეატრისა თუ ლიტერატურის ტრადიციებიდან არ გადმოსულან, არამედ თავად კინოს წარმოადგენენ.
avclub.com