მძაფრსიუჟეტიანი ფილმების ინდუსტრია საკმაოდ სახიფათოა. ცოტა ხნის წინ მოსიარულე მკვდრების გადაღებისას უბედურ შემთხვევას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა, ამჯერად კი დედპული 2-ის გადაღებებზე კასკადიორი გარდაიცვალა.
ცნობილი ხდება, რომ გოგონა მოტოციკლით მიდიოდა და ავარიის შედეგად დაიღუპა. შემთხვევა ვანკუვერში მოხდა.
რაიან რეინოლდსმა მიუსამძიმრა გარდაცვლილის ოჯახს და განაცხადა, რომ გულგატეხილი და შეძრულია ამ საშინელი ამბით.