გუშინ ცნობილი გახდა, რომ DC ახალ პროექტზე იწყებს მუშაობას. შაზამი – ეს არის ისტორია ბიჭზე, რომელიც დედამიწის ყველაზე უძლეველი მოკვდავი ხდება.
ფილმის რეჟისორი დევიდ სენდბერგი იქნება, რომელმაც ანაბელის გაგრძელებაზე იმუშავა. რაც შეეხება მსახიობებს, როგორც ფილმის პროდიუსერი ჯეფ ჯონსი აცხადებს, ჯერჯერობით კასტინგი არ დაწყებულა, თუმცა უარყოფს გავრცელებულ ხმებს იმის თაობაზე, რომ მთავარი უარყოფით პერსონაჟის, შავი ადამის როლს დუეინ ჯონსონი შეასრულებს.
სავარაუდოდ, გადაღებები 2018 წლის იანვარში დაიწყება. მაყურებელი კი ფილმს კინოეკრანებზე 2019 წელს იხილავს.