Global Citizen Festival 2018 ნამდვილად საინტერესო გამოდგა. ამ უკანასკნელის სცენიდან მსახიობმა დაკოტა ჯონსონმა გადაწყვიტა, საზოგადოებისთვის თავისი პირადი ნომერი გაესაჯაროებინა და მათ დაკავშირება შესთავაზა.
“მინდა დაგეხმაროთ. ქალებო და გოგონებო მთელი მსოფლიოდან, დამიკავშირდით და მომიყევით თქვენი ისტორია. ეს არის ჩემი ნომერი 212-653-8806. მინდა დამირეკოთ ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით dakota.johnson@globalcitizen.org მომწეროთ და გამიზიაროთ თქვენი გამოცდილება სექსუალური შევიწროების შესახებ. თუ ჩვენ სხვადასხვა ენაზე ვსაუბრობთ, ეს პრობლემას არ წარმოადგენს, რადგან ამისთვის სპეციალურად მყავს თარჯიმნები, ხოლო თუ რაიმე ბოროტი განზრახვა გექნებათ, არც ეს არის პრობლემა. ამისთვისაც მყავს სპეციალური ხალხი.” – თქვა 28 წლის მსახიობმა.