ჯერ ჩნდება სიყვარული, ხოლო შემდეგ ერთნაირი ტატუ? როგორც ჩანს, დაკოტა ჯონსონთან და კრის მარტინთან სწორედ ასე მოხდა.
“გრეის 50 ელფერის“ ვარსკვლავისა და Coldplay-ს სოლისტის რომანის შესახებ ჭორები უკვე, თითქმის, ერთი წელია დადის, მაგრამ მათ ურთიერთობა ჯერ-ჯერობით არ გაუოფიციალურებიათ. მიუხედავად ამისა, წყვილი დღითიდღე გვარწმუნებს იმაში, რომ რომანი აქვთ.
რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჯონსონი ვენეციის კინოფესტივალზე ფოტოგრაფებისათვის პოზირებდა, კამერებმა მის ხელზე არსებული ტატუ შეამჩნიეს. ზუსტად ანალოგიური ტატუ შენიშნეს კრის მარტინის ხელზეც.
შეგახსენებთ, რომ კრისისა და დაკოტას რომანის შესახებ ხმები მას შემდეგ გავრცელდა, რაც ისინი ერთად სადილობისას შენიშნეს. ისინი ასევე ერთად მივიდნენ ელენ დეჯენერესის დაბადების დღის აღსანიშნავ წვეულებაზეც.
მოგვიანებით დაკოტას დედა, მელანი გრიფიტმა კრისის შესახებ ისაუბრა: “მე მას (კრისს) ვაღმერთებ, მაგრამ დაკოტას არ უნდა საკუთარი პირადი ცხოვრების შესახებ ხმამაღლა საუბარი და მე მის გადაწყვეტილებას პატივს ვცემ.“ – ამბობს გრიფიტი.