დაკოტა ჯონსონი არ უარყოფს ფაქტს, რომ ის და ჯგუფ “ქოლდფლეის” სოლისტი კრის მარტინი ერთმანეთს ხვდებიან.
28 წლის მსახიობი და 41 წლის მომღერალი ერთად პირველად 2017 წელს შეამჩნიეს. მიუხედავად იმისა, ჯონსონი ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებდა, ამჯერად ამბობს, რომ თავს ძალიან ბედნიერად გრძნობს.
“კომენტარს არ გავაკეთებ, თუმცა ერთს გეტყვით, თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ”
მიუხედავად იმისა, რომ წყვილის ურთიერთობაზე დაკოტას არაფერი უთქვამს, ბოლო წინადადება მაინც გადამწყვეტი აღმოჩნდა და ეს ალბათ იმის დასტურიცაა, რომ კრისი და დაკოტა მართლაც ხვდებიან ერთმანეთს.
ასევე აჟიოტაჟის გამომწვევი იყო, როდესაც პაპარაცებმა შეამჩნიეს, რომ წყვილს ერთნაირი ტატუები ჰქონდათ.
მაისში დაკოტას დედამ, მელანი გრიფიტმა თქვა, რომ ის კრისს აღმერთებდა, თუმცა მის შვილს არ სურდა საკუთარ პირად ურთიერთობებზე საუბარი და მის გადაწყვეტილებას პატივს სცემდა.
დაიან კიტონმა კი ელენ დეჯენერესთან სტუმრობისას მაყურებელს დაუდასტურა, რომ კრისი და დაკოტა ნამდვილად ერთად არიან.