ალბათ, ყველა ადამიანმა რომელსაც უგრძვნია ეს ტკივილი, გაუგებს ახალგაზრდა მსახიობს. დაკოტა ჯონსონმა Instyle-თან ინტერვიუში განაცხადა: “სიმართლე რომ გითხრათ, ჰორმონალური ცვლილებები, რომლებსაც ჩემი ორგანიზმი განიცდის ამ დროს, ცხოვრებას მინგრევს. ყოველ წყეულ თვეს, ჩემი მკერდი რვაჯერ უფრო დიდი ხდება და მე ამას ვერასდროს ვეგუები”
ჩვენ მსახიობს ვერ შევეწინააღმდეგებით, რადგან ქალებისთვის მენსტრუალური პერიოდი მართლაც ჯოჯოხეთია. მსახიობმა იმასაც გაუსვა ხაზი, რომ სხვა ჰორმონალური საშუალებების შერჩევაც, ქალებისთვის ასევე ძალიან რთული საქმეა. სხვა რა დაგვრჩენია, ამჯერადაც ვეთანხმებით მას.