8-დან 13 მაისის ჩათვლით თბილისი უკვე მეშვიდედ უმასპინძლებს საერთაშორისო დოკუმენტურ კინოფესტივალს CinéDOC-Tbilisi. წელს ფესტივალი კინოთეატრ ამირანსა და საქართველოს ეროვნული არქივის კინოთეატრში გაიმართება.
Connecting Thoughts, ანუ დააკავშირე ფიქრები, – ამ სლოგანით ფესტივალი კიდევ უფრო უახლოვდება მაყურებელს და თემატურად დაყოფილ სექციებს სთავაზობს: რეჟისორი ფოკუსში (ფრანგი კინორეჟისორი ნიკოლა ფილიბერი), უპირობო სიყვარული, რწმენის მიღმა, წითელი სული, ჩვენ და ჩვენი პლანეტა, ადგილი, რომელსაც ვუწოდებთ სახლს, ოჯახური პორტრეტები, კონფლიქტის შემდეგ, მარად ახალგაზრდა, ცვალებადი ქალაქები, ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, ადაპტაცია.
წლევანდელი ფესტივალის „სტუმარი ქვეყანა“ უნგრეთია, რომელიც გამორჩეული, უახლესი კრეატიული დოკუმენტური ფილმებით იქნება წარმოდგენილი.
ნახეთ ფესტივალის მოკლე პრომო ვიდეო:
Posted by CinéDOC-Tbilisi on ორშაბათი, 15 აპრილი, 2019
https://www.facebook.com/CinedocTbilisi/?epa=SEARCH_BOX