დიუნკერკის რეჟისორმა კრისტოფერ ნოლანმა ახალ პროექტზე მუშაობა დაიწყო. გადამღები ჯგუფი ესტონეთის დედაქალაქს სტუმრობს, ცნობილი გახდა რომ სტუდია Warner Bros.-მა 150 მცველი დაიქირავა, რათა გადასაღები მოედანი უცხო ადამიანებისგან დაიცვას.
დაცვის სამსახურის წარმომადგენელმა პორტალ Postimes-თან საუბარში გაამხილა რომ ნოლანი ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ სიუჟეტის შესახებ ინფორმაციამ მოედნიდან არ გააღწიოს. გარდა ამისა გადაღებებზე შეპარულ უცხო პირებს პირდაპირ პოლიციას გადასცემენ. უსაფრთხოების მსგავსი ზომები ესტონეთში უკანასკნელად ევროვიზიაზე დაფიქსირდა.
მიუხედავად ყველაფრისა გადასაღები მოედნიდან ქსელში რამდენიმე კადრი მაინც გაიპარა: