მსახიობი ქრის ევანსი გამოტყდა, რომ მას ცოლ-შვილის ყოლა უნდა. 37 წლის კაპიტანმა ამერიკამ თავის პირად ცხოვრებაზე მცირე დეტალები გაამხილა
“შვილები მინდა. ცოლი მინდა. მიყვარს საოჯახო ფუსფუსი, მიყვარს ცერემონიები. საშობაოდ ნაძვის ხის მორთვა, ჰელოუინზე გოგრის ამოჭრა და აი ეგეთი დებილური რაღაცები მინდა რა!”
როდესაც ქრის ევანსი თავის ყოფილ შეყვარებულს, ჯენი სლეიტს დაშორდა, სიცილით მოყვა, რომ სლეიტმა მას გამოუცხადა: შენ ისეთი არ ხარ როგორიც მეგონეო!
“ნუ აი ჰო ხვდებით, თან ფეხბურთს ვთამაშობ, ლუდს ვსვამ და ქუდიც მახურავს, მაგრამ სკოლაში თეატრზე ვგიჟდებოდი, ჰო ხვდებით რას ვგულისხმობ?” ამბობს ევანსი
იმავე ინტერვიუში ევანსმა აღნიშნა, რომ საიდუმლოდ ჯენიფერ ლოპესი მოსწონდა და ძალიან ღელავდა, როდესაც 91-ე ოსკარის ცერემონიაზე ერთად მოუწიათ გამარჯვებულის გამოცხადება.