ფრედი მერკურის შესახებ გადაღებული ბიოგრაფიული დრამა ბოჰემური რაფსოდია, ჩინურ ცენზურას ვერ გადაურჩა. დისტრიბიუტორებმა ამოჭრეს ისეთი სცენები ფილმიდან, რომელიც მთავარი პერსონაჟის არატრადიციულ სექსუალურ ორიენტაციაზე მიუთითებდა.
სურათიდან ამოიჭრა კოცნის რამდენიმე სცენა, მერკურისა და მერი ოსტინის დიალოგების ნაწილი, ასევე კლიპ “I Want to Break Free”-ს გადაღების პროცესი. მიუხედავად ამისა ჩინელი LGBT აქტივისტები თვლიან რომ ბოჰემური რაფსოდიის ჩინეთში ჩამოტანა უკვე დიდი გამარჯვებაა.
ჩინეთში 2016 წლიდან მოქმედებს კანონი “აბნორმალური სექსუალური ქცევის” შესახებ, რომლის მსხვერპლი არაერთი დასავლური ფილმი გახდა.