შარლიზ თერონი და ალექსანდერ სკარშგორდი თავის დროზე ჰოლივუდის ყველაზე დრამატული წყვილი იყო.
როგორც ერთ-ერთი გამოცემა იუწყება, შარლიზმა და ალექსანდერმა, თითქმის, 6 წლიანი პაუზის შემდეგ ურთიერთობა განაახლა. ისინი ცდილობენ ეს ყველაფერი საიდუმლოდ შეინახონ, თუმცა წყვილი გადასაღებ მოედანზე ერთმანეთთან ფლირტში შეამჩნიეს.
“ისინი ამ ამბავს ისე ასაიდუმლოებენ, როგორც შეუძლიათ, თუმცა ეს ძალიან რთულია, რადგან ამ ამბით ორივე აღფრთოვანებულია.” – გვიმხელს ერთ-ერთი წყარო.
შეგახსენებთ, რომ წყვილი თავიდან ერთად 2012 წელს შეამჩნიეს, თუმცა მათი რომანი მხოლოდ რამდენიმე პაემნით შემოიფარგლა.
“შარლიზი არის ქალი, რომელმაც იცის, რა უნდა და ყველაფერს აკეთებს მიზნის მისაღწევად. ასე მოიქცა ის ალექსანდერთან მიმართებაში ადრეც და ახლაც”. – აფასებენ თერონს.
როგორც ჩანს, შარლიზს საკმაოდ საინტერესო შემართება ქონია. მითუმეტეს, რომ წყვილი დაშორების პერიოდში იმით იყო ცნობილი, რომ საერთო სცენებს მაქსიმალურად თავს არიდებდნენ. ასეა თუ ისე, ფაქტია, რომ საკმაოდ საინტერესო და ვნებიანი რომანის მომსწრენი ვხდებით, ურთიერთობისა, რომლის წევრებიც ერთმანეთს კარგად ავსებენ თავიანთი ხასიათიდან გამომდინარე და ალბათ სწორედ ეს ბალანსი განაპირობებს, რომ წყვილს წლების განმავლობაშიც კი ერთმანეთის მიმართ ვნება არ უნელდებათ.
ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები.
წყარო: www.dailymail.co.uk