სამხრეთ კორეელი რეჟისორი ჩან-ვუკ პაკი ძალადობრივ ვესტერნს “The Brigands of Rattlecreek” გადაიღებს. სცენარისტი ს. ქრეიგ ზელერია. სცენარი ჯერ კიდევ 2006 წელს დაიწერა, თუმცა პროექტი აქამომდე “შავ სიაში“ იყო შეტანილი ზედმეტად ძალადობრივი სცენების გამო.
პროექტს კინოსტუდია Amazon-ი განახორციელებს. ფილმი ექიმსა და შერიფზე მოგვითხრობს, რომლებიც გადაწყვეტენ შური იძიონ ბანდიტების ჯგუფზე. მათ პატარა დასახლება დატერორებული ჰყავთ და შურისძიების მიზეზიც ესაა.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.
indiewire.com