21 ივნისს, ლეგენდარული, ბოროტი სათამაშო ჩაკი მკვდრეთით აღსდგება და დაგვიბრუნდება, ამიტომაც მზად იყავით.
საკულტო ჰორორის პერსონაჟი დანით, მაკრატლით და ათასი სხვა ხელსაწყოთი შეეცდება მოკლას…ყველა. აბსოლუტურად ყველა და ამიტომაც არ ვიცით მისი დაბრუნება რამდენად კარგი ამბავია. ყველანი მზად რომ ვიყოთ და მკვლელი თოჯინა ვიცნოთ მაინც სანამ მის მსხვერპლად ვიქცევით, ვნახოთ პირველი ფოტო, რომელზეც ჩაკი მთლიანადაა წარმოდგენილი
ჰოდა აქვე გაფრთხილებთ, ჩაკი ერთადერთი არაა, ვინც ძველი ჰორორებიდან გვიბრუნდება და თუ გაინტერესებს კიდევ რა საშინელებების დაბრუნებას უნდა ელოდოთ უახლოეს მომავალში აი ეს სტატია წაიკითხეთ, იქნებ გადარჩენაც შეძლოთ…